logo
ENG



"განვიხილეთ, რა ცვლილებებს საჭიროებს შეიარაღებული ძალები" - ზელენსკი ზალუჟნის შეხვდა

08 თებ 202420:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/08/8ov21nlhsyni3m3.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის შეხვდა. როგორც მათი სოციალური ქსელების პოსტებიდან ჩანს, ზელენსკიმ და ზალუჟნიმ შეიარაღებულ ძალებში ცვლილებები განიხილეს.

"მადლობა გადავუხადე ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაცვისთვის. განვიხილეთ, რა განახლებებს საჭიროებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ასევე განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში. ასეთი განახლების დრო ახლაა.
ვალერი ფიოდოროვიჩს გუნდში კვლავ ყოფნა შევთავაზე", - დაწერა ზელენსკიმ.

პრეზიდენტს არ დაუწერია, გულისხმობს თუ არა ზალუჟნის გადადგომას.

ზელენსკისთან შეხვედრაზე დაწერა ზალუჟნიმაც. მისი თქმით, "მნიშვნელოვანი და სერიოზული საუბარი შედგა".

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით", - დაწერა ზალუჟნიმ, თუმცა მასაც არ განუმარტავს, გულისხმობდა თუ არა გადადგომას.

მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა გენშტაბს, თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის პრეზიდენტს:

"ვამაყობ რომ თითოეულით და თითოეულით შეიარაღებული ძალებიდან, ვინც ჩვენი შვილების მომავალს იცავს. ყველა ჯარისკაცი, სერჟანტი და ოფიცერი. თავს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც უკრაინასა და თავისუფლებისთვის სიცოცხლე დათმო", - დაამატა ზალუჟნიმ.

უკრაინულ და საერთაშორისო მედიაში უკვე დიდი ხანია წერენ, რომ ვალერი ზალუჟნის შეცვლა იგეგმება.


close დახურვა